მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შრომის ბაზარი პანდემიამდე და პანდემიის შემდეგ

BM.GE
23.05.22 12:03
791
რომის ბაზარი პანდემიამდე და პანდემიის შემდეგ - რა შეიცვალა 2 წლის განმავლობაში?

2020 წელს საქართველოში ოფიციალურად 282 ათასი უმუშევარი ადამიანი იყო, 2021 წელს, პიკში, ასეთი მესამე კვარტალი იყო, 344 ათასი ადამიანი ითვლებოდა უმუშევრად. ამ პერიოდში უმუშევართა რაოდენობის ზრდის მიზეზად პანდემია უნდა ჩავთვალოთ, რის გამოც სამსახური უამრავმა ადამიანმა დაკარგა. 2022 წლის პირველ კვარტალში კი უმუშევრობა მცირედით შემცირდა – პირველ კვარტალში უმუშევრად 289 ათასი ადამიანი ითვლებოდა. თუმცა, უნდა ვთქვათ, რომ ეს რაოდენობირივი მონაცემები შესაძლოა რეალობას სრულად ვერ ასახავდეს. ექსპერტების ნაწილს მიაჩნია, რომ სტატისტიკის მიღმა კიდევ უამრავი ადამიანია, რომელიც ოფიციალურ მონაცემებში არ ფიქსირდება, და პირიქით, ასევე ბევრია ისეთი პირი, რომელსაც სახელმწიფო დასაქმებულად მიიჩნევს, მაგრამ დასაქმებული არ არის.

სტუმარი: მედეა ტაბატაძე - საკონსულტაციო და რეკრუტუნგული კომპანია Insource-ის მმართველი პარტნიორი;