მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#შრომისკოდექსი - ზეგანაკვეთურ შრომაზე ლიმიტი წესდება - კანონპროექტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა

BM.GE
03.10.19 18:22
1169
ზეგანაკვეთურ შრომაზე ლიმიტი წესდება - კანონპროექტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა. პარლამენტში წარდგენილი დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში კვირაში 8 საათზე მეტი დროით ზეგანაკვეთური მუშაობა იკრძალება. ინიციატივის მიხედვით, საქართველოს შრომის კოდექსის მე-3 მუხლი შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდება: “ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს დღე-ღამის განმავლობაში 2 საათს, ხოლო კვირის განმავლობაში 8 საათს. სპეციფიკური რეჟიმის მქონე საწარმოებისთვის ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს დღე-ღამის განმავლობაში 2 საათს, ხოლო კვირის განმავლობაში 6 საათს,”- წერია კანონპროექტში. კანონპროექტის განმარტებით ბარათში ავტორები მიუთითებენ, რომ შრომის კოდექსის მოქმედი რედაქცია დასაქმებულებისთვის შრომის უსაფრთხო და ჯანსაღი პირობების შექმნას ვერ უზრუნველყოფს. შეგახსენებთ, რომ შრომის კოდექსთან დაკავშირებით საკუთარი ინიციატივა აქვს მომზადებული "ქართული ოცნების" კიდევ ერთ დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილსაც, რაც ქვეყანაში მინიმალური ხელფასის დაწესებას, ზეგანაკვეთური სამუშაოს შეზღუდვას, ზეგანაკვეთის დამატებით ანაზღაურების განსაზღვრას, შეთავსებითი სამუშაოს რეგულირებას, საწარმოს გაყიდვის დროს, დასაქმებულთა უფლებების განსაზღვრას და კიდევ სხვა საკითხებს ეხება, თუმცა აღნიშნული ინიციატივა ჯერ პარლამენტში ინიცირებული არაა.


სტუმარი: შალვა ცხაკაია - დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტი; ხელმძღვანელი