მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შრომისუნარიანი მოქალაქეების ჩართვა ბიზნესში

BM.GE
24.11.21 13:28
421
საქართველოში დღეს საარსებო შემწეობის სახით სოციალურ დახმარებას 633,000 მოქალაქე იღებს, რაც მოსახლეობის 17%-ია. მიმდინარე კვირის დასაწყისში საქართველოს პრემიერმა სოციალური პოლიტიკის განახლებაზე საუბრისას თქვა, რომ ქვეყანაში აღრიცხულ სოციალურად დაუცველთა შორის მინიმუმ 200,000 შრომისუნარიანი მოქალაქეა, რომლებიც ოფიციალურ დასაქმებას დახმარების შეწყვეტის შიშით თავს არიდებენ.

ირაკლი ღარიბაშვილი პრობლემის გადაჭრას ახალი პროგრამით გეგმავს. მთავრობის თავმჯდომარე „საზოგადოებრივი სამუშაო ადგილების პროგრამას“ აანონსებს. მთავრობაშ ფიქრობენ, რომ სოციალური დახმარების მიმღებტა ბაზაში მოხვედრილი მოქალაქეებისათვის ახალი სტრატეგიით მთავრობა შეძლებს დასაქმების შესაძლებლობა ან პროფესიული გადამზადება უზრუნველყოს, რითიც შემწეობის მიმღებები სახელმწიფოსგან მიღებული დახმარების ნაცვლად თავის შენახვას ხელფასით შეძლებენ.

„საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ თავმჯდომარე „საზოგადოებრივი სამუშაო ადგილების პროგრამას“, დადებითად აფასებს. მისი თქმით, ინიციატივა კარგია, თუმცა სისრულეში მოსაყვანად სწრაფი რეაგირებაა საჭირო.

სტუმარი: ნინო ზამბახიძე - “საქართველოს ფერმერთა ასოციაცია”, თავმჯდომარე