მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სიახლეები Toyota Center Tegeta-სგან

BM.GE
18.07.22 01:50
645
გასულ კვირაში იყო, თუ არ ვცდები როდესაც თეგეტა ჰოლდინგმა პარტნიორებისთვის და მეგობრებისთის, დახურული შეხვედრა გამართა არაჩვეულებრივ შატო დე ვერეში, რომელსაც იოლად შეამჩნევთ წავკისის გზაზე მიმავალნი. შატო დი ვერეზე სხვა დროს და ეხლა გეტყვით, რომ იქაური მასპინძლებიდან ერთ-ერთმა და თეგეტას დამფუძნებელმა თემურ კოხოძემ, გამანდო რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება, რომელიც უკვე რამდენიმე კვირის მომხდარია ტოიოტა ცენტრი თეგეტაში, ეს სხვათაშორის, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე სადილერო და მომსახურების ცენტრია, რომელიც წლის ბოლოსკენ საქართველოს და უცხოელ მომხმარებლებს, ერთდროულად რამდენიმე მსოფლიო საავტომობილო ბრენდის ერთგვარ მეგა შოუ, სადილერო, და ცხადია, ტექნიკური მომსახურების ცენტრად წარუდგება. ამაზე, შემოდგომის მიწურულ წელს. მანამდე კი, მინდა იცნობდეთ ბევრი თქვენთაგანისთვის ცნობილ თეგეტას სერვის ცენტრსს უნივერსიტეტის ქუჩაზე, რომელსაც გამორჩეული ახალგაზრდა ქალბატონები მართავენ. მადლობელი ვარ თეგეტა ჰოლდინგის გუნდის, რომ საშუალება მომეცა და მათი მომსახურების ცენტრი დამათვალიერებინეს, სადაც ბევრი თქვენთაგანის ავტომობილიც არის ნამყოფი. აქ ბევრი ახალი სერვისია, რომელზეც ეხლა მოგიყვებით.

მარიამ მელიაშვილი - „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გენერალური დირექტორი;
ლიკა ბერუაშვილი - „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ აღმასრულებელი დირექტორი;
არჩილ მჭედლიშვილი - „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გაყიდვების შემდგომი მომსახურების დირექტორი.