26.მარტი .2020 12:45

"სილქნეტის" დისტანცირებული სწავლის კურსები

217
უკან

სილქნეტმა COVID-19 ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ ბრძოლისათვის ერთი მილიონი ლარი გადარიცხა სპეციალურად ამ მიზნით შექმნილ ფონდში "StopCoV ფონდი".

მათ მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვითვე, კომპანია ვირუსის გავრცელების ადრეული ეტაპიდანვე ყველა საჭირო ეფექტურ ზომას იღებს, რათა შეუფერხებლად გააგრძელოს ოპერირება და უწყვეტად უზრუნველყოს კომუნიკაციის საშუალებები, რაც დღეს ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სამომავლოდაც, სილქნეტი, საჭიროებისამებრ, განიხილავს მეტი შენატანის განახორციელებას როგორც სერვისების შეუფერხებელი მიწოდებით, ასევე ფინანსური თუ სხვა საჭირო რესურსით.

კომპანია თავის მხრივ თანაშრომელთა უსაფრთოების მიზნით დისტანციურ სამუშაო რეჟიმზეა აგდართული. და განმარტავს იმასაც, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში, კომპანია, საჭიროების შემთხვევაში შეუფერხებლად უზრუნველყოფს მარნეულსა და ბოლნისში მცხოვრები აბონენტების მომსახურებას. სამონტაჟო ბრიგადები და მეკაბელეები სრულად არიან აღჭურვილი ვირუსის პრევენციისთვის საჭირო ეკიპირებით.

სიახლე მომხმარებლისთვის დისტანცირებული სწავლისა და მუშაობის ხელშესაწყობადაც. კომპანიამ სპეციალური ახალი პაკეტები შექმნა ოპტიკური ინტერნეტის აბონენტებისთვის, რითაც მაქსიმალურად გაუიოლა მომხმარებლებს ინტერნეტზე წვდომა. მათ, ვისაც დავალიანების გამო შეზღუდული აქვს ინტერნეტის მომსახურება, შესაძლებლობა ეძლევა სერვისის აღდგენის მოქნილი სქემით ისარგებლოს დღიურად 1.5 ლარად, ან ერთი კვირით 10 ლარად. ეს განსაკუთრებით გამოსადეგია მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის, ვინც დისტანციურ სწავლებას გადიან.

დისტანცირებული სწავლების პერიოდში, სილქნეტი სრულიად უფასოდ სთავაზობს ყველას თავის სასწავლო-საგანმანათლებლო პროდუქტსაც. „საშინაო სკოლა“ - ეს პლატფორმა ხელმისაწვდომია როგორც Silk TV-ში, ასევე პორტალზე silkschool.ge და youtube-ზე. მისით სარგებლობა ყველას შეუძლია. მეტი სიმარტივისთვის, გაუქმდა რეგისტრაციის აუცილებლობა. „საშინაო სკოლა“ მოიცავს 1–დან 12 კლასის ჩათვლით სასკოლო პროგრამის სალექციო სახის ვიდეო-გაკვეთილებს ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე მათემატიკის, გეოგრაფიის, ისტორიის, ბიოლოგიის, ფიზიკა-ქიმიის, ინგლისური ენის გაკვეთილების სრულ სასწავლო კურსს.