მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სილქნეტმა საქართველო 4.5G ინტერნეტით სრულად დაფარა

BM.GE
10.12.19 00:24
854
სილქნეტმა როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველო 4.5G ქსელით სრულად დაფარა. ინტენსიური და ფართომასშტაბიანი სამუშაოები მიმდინარეობდა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს შემაერთებელ მაგისტრალზეც, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებელს არამარტო ქალაქებსა და რეგიონებში, არამედ ქვეყნის მასშტაბით გადაადგილებისას შეუფერხებლად მიიღოს უსწრაფესი მობილური ინტერნეტი.

წლის განმავლობაში სილქნეტმა მობილურ ქსელში უპრეცედენტო ოპტიმიზაციის სამუშაოები ჩაატარა დედაქალაქშიც, მათ შორის მეტროპოლიტენში. ასევე, გააფართოვა მიმდინარე წლის ზაფხულში დანერგილი 4.9G ტექნოლოგიის არეალი, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ უსწრაფესი, 1 გიგაბიტ/წამამდე სიჩქარის მობილური ინტერნეტით. ეს ტექნოლოგია 5G-ის წინამორბედია, რითაც სილქნეტი ლიდერ პოზიციას ინარჩუნებს, არამარტო საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში. 4.9G სიჩქარე 7-ჯერ აღემატება დღეისათვის საქართველოში არსებულ, ყველაზე სწრაფ 4.5G ინტერნეტის სიჩქარეს.