მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სიტყვების "პირი" და "ფიზიკური პირი" თამაშმა შესაძლოა ბიზნესების დაჯარიმება გამოიწვიოს"

BM.GE
23.10.19 13:00
818
„საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ თავმჯდომარის ნინო ზამბახიძის განცხადებით, საგადასახადო კოდექსში წერია, რომ ვისი შემოსავალიც არ აღემატებოდა 200 000 ლარს და ოპერირებდა სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით, ის გათავისუფლებული იყო საშემოსავლო გადასახადისგან. მომხდარი ცვლილების შემდეგ, კი სიტყვა „პირი“ ჩანაცვლდა „ფიზიკური პირით“, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა დანარჩენი, ფიზიკური პირის გარდა, ეს იქნება სასოფლო სამეურნეო კოოპერატივი, ინდ მეწარმე, თუ ასე შემდეგ, ყველა იბეგრება. ეს განცხადება ნინო ზამბახიძემ პრემიერთან შეხვედრის დღეს გააკეთა.