მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Skillwill-მა ახალი ოფისი გახსნა

BM.GE
20.12.22 09:20
473
Skillwill-ის ახალი ოფისი ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის ღონისძიებას აკადემიის სტუდენტები, სამომავლოდ კურსის შესწავლით დაინტერესებული ადამიანები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე სტუმრებმა ახალი ოფისი დაათვალიერეს ამასთან გაეცნენ იმ შედეგებს რომელიც სქილვილმა ორი წლის განმავლობაში მიაღწია. ოფისის გახსნა სქილვილის სასიამოვნო სიახლეს დაემთხვა. აიტი აკადემიაში ინვესტიცია ლუქსემბურგულმა ფონდმა განახორციელა. ინფორმაციისთვის: Skillwill Academy კომპანია Sweeft -ის მიერ შექმნილი პროექტია, სადაც ნებისმიერ მსურველ საბაზისო ცოდნის გარეშე 7 თვიანი კურსით შეუძლია დეველოპერი გახდეს და ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიით დასაქმდეს.