მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Skytrax-ის პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ეწვია

BM.GE
01.12.22 19:14
234
საავიაციო სფეროში ყველაზე გავლენიანი და პრესტიჟული ბრიტანული საკონსულტაციო კომპანია Skytrax-ის პრეზიდენტი ედუარდ პლაისტედი აუდიტის ფარგლებში თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ეწვია. ვიზიტის მიზანი, Skytrax-ის დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ აეროპორტის ყოველწლიური სერვისებისა და ხარისხის შეფასებაა. აღინიშნავია, რომ მიმდინარე წელს Skytrax-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი წლის ყველაზე გაუმჯობესებულ და მგზავრზე ორიენტირებულ 10 აეროპორტს შორის დაასახელა. Skytrax-ის ეს აღიარება, 12 თვის განმავლობაში აეროპორტის ხარისხისა და სერვისის გაუმჯობესების კუთხით მნიშნელოვან ზრდას ასახავს და წლის განმავლობაში აეროპორტის განვითარებისთვის განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობას უსვამს ხაზს. აღსანიშნავია ისიც, რომ წელს პარიზში გამართულ “Skytrax world airport award 2022”-ზე TAV Georgia-ს მართვაში არსებული ორივე აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აერპორტებად დასახელდა.