მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Skytrax World Airport Awards 2020 - Tav Georgia ზედიზედ მეშვიდედ აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტებს შორის მოხვდა

BM.GE
12.05.20 00:28
733
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ზედიზედ მეშვიდედ აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტებს შორის მოხვდა, - ინფორმაციას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია ავრცელებს. „Skytrax World Airport Awards 2020“-ზე მგზავრთა გამოკითხვის შედეგად – ბუდაპეშტის, ბუქარესტის, ტალინის, კიევის ბორისპოლის, რიგის, ბელგრადის, ბრატისლავას, თბილისის, სკოპიესა და სოფიას, საერთაშორისო აეროპორტები – 2020 წლის აღმოსავლეთ ევროპის 10 საუკეთესო აეროპორტად დასახელდნენ. შეგახსენებთ, Skytrax გავლენიანი ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც 1999 წლიდან მსოფლიოს აეროპორტებსა და ავიაკომპანიებში მომსახურების ხარისხს იკვლევს და აფასებს.