23.სექტემბერი .2022 17:02

სოცდაუცველთა დასაქმების პროგრამა ამომრჩევლის მოსყიდვას ჰგავს - ლილუაშვილი

169
უკან

ყოველდღიურად ანდა საჭიროებისამებრ სუფთავდება და წესრიგდება 532 საბავშვო ბაღის ეზო, 311 სკვერი და პარკი და 163 სპორტული მოედანი ყველა მუნიციპალიტეტში. მთელი ქვეყნის მასშტაბით დასუფთავდა და მოწესრიგდა 1019 სასაფლაო, 205 საზოგადოებირვი მნიშვნელობის შენობა-ნაგებობა, გაიწმინდა 1480 კმ. სანიაღვრე არხი. ასევე, მოწესრიგდა და დასუფთვდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები. " - განცხადება ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში, პარტია "საქართველოსთვის" კითხვების საპასუხოდ გააკეთა. ჯანდაცვის მინისტრი ინტერპელაციის ფორმატში, დეპუტატების კითხვებს სცემს პასუხს. კითხვაზე, თვლით, თუ არა, რომ სასაფლაოს დამლაგებლად, დარაჯად, მუზეუმის დამლაგებლის თანაშემწედ და სხვ. დასაქმებული ადამიანები შეძლებენ დამატებითი უნარების შეძენას, რაც მათ დაეხმარებათ კერძო სექტორში დასაქმებისთვის მომავალში? ჯანდაცვის მინისტრი პასუხობს, რომ ასეთი ტიპის სამუშაოები პროგრამის მოსარგებლეს ეხმარება გათავისუფლდეს შინჩაკეტილობის ჩვევისგან, დაძლიოს სამუშაოს დაწყების შიში და გადალახოს ყველა ის ბარიერი, რასაც ხანგრძლივი უმუშევრობა წარმოქმნის. ამასთანავე, პირი იძენს სამუშაო გამოცდილებას და აგროვებს სამუშაო სტაჟს.

სტუმარი: ბექა ლილუაშვილი - პარლამენტის წევრი;