27.თებერვალი .2020 09:28

Social Impact Award 2020 იწყება

263
უკან

წელს უკვე მეოთხედ საქართველოში Social Impact Award 2020-ი გაიმარტება და მისი გახსნის ოფიციალური ღონისძიება, რომელიც საქართველოს ბანკის მხარდაჭერით უნდა გაიმართოს დღეს არის დაგეგმილი. სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა 25 ქვეყანაში ერთობლივად ხორციელდება და ის ორიენტირებულია სტუდენტების განათლებაზე სოციალური მეწარმეობის დარგში. საქართველოც ამ ფერხულშია და წელსაც Social Impact Award 2020 მისი მიმდინარეობისას მრავალფეროვან აქტივობებს გააერთიანებს. გეგმაშია ვორქშოფების სერია თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში: რუსთავში, ოზურგეთში, ზუგდიდსა და ამბროლაურში. ფინალისტი გუნდები ორთვიანი ინკუბაციის პერიოდს გაივლიან, რის შემდეგადაც გამოვლინდებიან გამარჯვებულები. გამარჯვებული გუნდების ფინანსურ მხარდაჭერასაც საქართველოს ბანკი უზრუნველყოფს და რჩეულები პრაღაში Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტზე დასწრებად გაემგზავრებიან.


სტუმრები: თამარ გოჩაშვილი - "საქართველოს ბანკი", CSR-ის მიმართულების ხელმძღვანელი
ქეთი ებანოიძე - "Impact Hub Tbilisi", თანადამფუძნებელი;