მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროექტის შეფასება

BM.GE
29.11.21 10:42
733
მთავრობაში ახალი პროგრამის შექმნაზე მუშაობენ, რომელიც საარსებო შემწეობის მიმღები პირების ნაწილს გადამზადების და დასაქმების საშუალებას გაუჩენს.

ვიცე-პრემიერის და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაცხადებული 200 000-მდე შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველის დასაქმების პროგრამა საკანონმდებლო დონეზე გაიწერება და დეტალების შესახებ საზოგადოებას 2022 წელს ეცნობება.

ლევან დავითაშვილის თქმით, სამთავრობო გუნდს ამ პროგრამაში სწრაფი შედეგების ჩვენება სჭირდება, ამიტომ მისი შესრულების მინიმუმი 2022 წელს 50 000 სოციალურად დაუცველის დასაქმება, ხოლო მაქსიმუმი - 200 000 მოქალაქის ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვაა. რამდენად რეალისტურია 200 000 ადამიანისთვის 2 წლიან პერიოდში სამუშაო ადგილის შექმნა?

სტუმარი: ბექა ნაცვლიშვილი - შრომითი ურთიერთობის და პოლიტეკონომიის სპეციალისტი;