მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#Spend4SeasonsinGeorgia - "გაატარე ზაფხული საქართველოში“ - 2 წლის ანგარიში

BM.GE
29.06.21 13:12
467
„გაატარე ზაფხული საქართველოში“ – #spendyoursummeringeorgia - უკვე მეორე წელია სოციალური კამპანია, რომელიც ქვეყნის ტურისტული იმიჯის შესანარჩუნებლად და გასაუმჯობესებლად შეიქმნა, აქტუალობას არ კარგავს. ზუსტად ორი წლის წინ, რუსეთის მხრიდან, საქართველოსთვის ტურისტული ემბარგოს დაწესების შედეგად გამოწვეული პრობლემებისა და დანაკარგების ფონზე გავერთიანდით და დავანახეთ მსოფლიოს რომ ძალა ერთობაშია, რომ საქართველო უსაფრთხო ტურისტული მიმართულებაა და მოვუწოდებდით საერთაშორისო ბაზარს, რომ “პუტინის ყველაზე საძულველ ქვეყანაში” ქართული სტუმართმოყვარეობის გასაზიარებლად ჩამოსულიყვნენ. კამპანიამ გაამართლა, თუცა ამ დროს ჯერ არც კორონავირუსის შესახებ და არც მომდევნო წლის საფრთხეებზე ვიცოდით რაიმე. შემდეგ, მოხდა ის რაც ყველამ ვიცით და კამპანიის დატვირთვა და მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა. დღეს პლატფორის მეშვეობით სტუმრებს არა ხოლოდ ზაფხულის პერიოდში, არამედ წელიწადის ყველა სეზონზე ვეპატიჟებით და სახელიც შესაბამისად დაკორექტირდა - #Spend4seasonsinGeorgia.

სტუმარი: მარიამ გუჯაბიძე - კამპანიის „
#Spend4SeasonsinGeorgia"-ს ერთ-ერთ დამფუძნებელი