მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სრულყოფილი მინიმალიზმი” - Rolls-Royce Black Badge Ghost

BM.GE
18.07.22 01:56
392
ველნეს რესორტ ბიოლში, რომელიც არაჩვეულებრივი პიროვნების, ექიმის და მეწარმის, თამაზ მჭედლიძეს შემოქმედებაა - ლეგენდარული ბრიტანული ავტომწარმოებლის, Rolls-Royce-ის უახლესი ავტომობილის, Rolls-Royce Black Badge Ghost-ის ექსკლუზიური წარდგენა გაიმართა. ეს რიგით მეორე პრეზენტაციაა საქართველოში, რომელსაც უმასპინძლა Rolls-Royce Motor Cars Baku-მ, ამიერკავკასიაში Rolls-Royce-ის ერთადერთმა ოფიციალურმა სავაჭრო წარმომადგენლობამ. აბსოლუტური დახვეწილობა, სრული უნიკალურობა, უკიდურესი მინიმალიზმი და წარმოუდგენელი კომფორტი - ეს ის ეპითეტებია, რომლებიც უახლეს Rolls-Royce-ს განსაკუთრებულად უხდება. მიხარია, რომ ჩვენი გადამღები ჯგუფი გიორგი არონიას და რატი კაციტაძეს შემადგენლობით, საღ ჭკუაზე დაბრუდნენ ბილიდან, ბესიკის ბიზნესცენტრში, სადაც არის განთავსებული ჩვენი, BMG-ს სააგენტო და ბიზნეს სატელევიზიო არხი.