მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სსფ-ს დირექტორთა საბჭომ საქართველოსთვის პროგრამა დაამტკიცა - გამოწვევები და შესაძლებლობები

BM.GE
04.05.20 09:41
681
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოს ეკონომიკური პროგრამის მეექვსე მიმოხილვა დაასრულა. აღნიშნულ პროგრამას საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს სამწლიანი "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით". ამ მიმოხილვის ფარგლებში საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდება 200 მილიონი აშშ დოლარი, რომელიც საქართველოს COVID-19- ის პანდემიით გამოწვეული ფისკალური საჭიროებების დაკმაყოფილებაში დაეხმარება, მათ შორის ჯანდაცვისა და სოციალურ სერვისებზე გაზრდილი ხარჯების ჩათვლით. როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღნიშნავს, მოსალოდნელია, რომ COVID-19-ის პანდემია მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საქართველოს ეკონომიკაზე და შეფერხდება გასული წლების პოზიტიური ეკონომიკური ტრაექტორია. შესუსტებულმა მაკორეკონომიკურმა პროგნოზებმა გააჩინა ფისკალური დაფინანსების საჭიროებები. აღნიშნული ფინანსური რესურსი დაეხმარება საქართველოს გაზარდოს ხარჯები ჯანდაცვაზე და სოციალურ უსაფრთხოებაზე.


მერსედეს ვერა მარტინი - სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის წარმომადგენელი.