მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სსიპ-ები კურორტების სამართავად - რას გულისხმობდა გახარია "მენეჯმენტ-კომპანიებში"?

BM.GE
13.02.20 18:27
759
„ცოტა კოორდინაციის პრობლემაა, რაც აშკარად გამოჩნდა გუდაურისა და ბაკურიანის სამწუხარო მაგალითით. ჩვენ უკვე გვაქვს საკანონმდებლო ინიციატივა, მსგავს ზონებში მენეჯმენტ-კომპანიების შესაქმნელად“, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 24 იანვარს დავოსში გააკეთა, რითაც მთის კურორტებზე წყალმომარაგებასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემა შეაფასა. რას ითვალისწინებს მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტი და რეალურად, რას გულისხმობდა გიორგი გახარია „მენეჯმენტ-კომპანიებში“?