17.დეკემბერი .2020 08:48

სტამბოლში ლოქდაუნი ტურისტებს არ ეხებათ

346
უკან

სტამბოლში, ბოლო სამი კვირის განმავლობაში მკვეთრად მომატებული ინციფირებულთა რაოდენობის გამო, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება და გაამკაცრა საკარანტინე ზომები. ასე რომ კვირის დღეებში, მოქალაქეებს ეკრძალებათ საღამოს ათი საათიდან ქუჩაში გამოსვლა დილის 5 საათამდე, ხოლო უქმეებზე სრული იზოლაციაა ამოქმედებული. თუმცა საინტერესო ფაქტია ის, რომ ეს ყველაფერი არ ეხებათ ტურისტებს და ადგილობრივებისგან განსხვავებით აქვთ უფლება სასურველ დროს და ადგილას გაისეირნონ. თანაც უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მუზეუმების უმეტესი ნაწილი ფუნქციონირებს და სტუმრებსაც იღებს. როგორ ებრძვის თურქეთი კორონავირუსის მორიგ ტალღას და როგორ აფასებენ ექსპერტები ნაწილობრივ იზოლაციას?