მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტუდენტებმა, მზის ენერგიაზე მომუშავე ავტოსახლი შექმნეს

BM.GE
25.01.22 13:19
440
ჰოლანდიაში, ენდჰოვენის ტექნიკური უნივერსიტეტის, ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტებმა, მზის ენერგიაზე მომუშავე ავტოსახლი, Stella Vita შექმნეს, რომელიც ლათინური სიტყვაა და “ვარსკვლავსა” და ასევე “სიცოცხლეს” ნიშნავს. სახელი სიმბოლურია და შთააგონებს მანქანის მწარმოებლებსა და პოლიტიკოსებს, რომ დააჩქარონ მწვანე ენერგიაზე გადასვლა. ავტოსახლმა მშობლიურ ჰოლანდიაში ერთთვიანი მოგზაურობის შემდეგ, ესპანეთში გადაინაცვლა და მადრიდის ქუჩებშიც გამოჩნდა. ბორბლებზე გაშენებულ, მოძრავ სახლს, მზის პანელები, სახურავზე და კედლებზე აქვს განლაგებული. ჯამში, ინოვაციურ გამოგონებას მზიან ამინდში, 740 კმ-ის გავლა შეუძლია და ეს იმ პირობებში როცა, ენერგიას ავტოსახლის მაცხოვრებლები მოიხმარენ მაცივარზეც, ყავის მადუღარისთვის და ლეპტოპისთვისაც.