საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებების გამჭვირვალობა უფრო სწორედ გაუმჭვირვალობაა დღევანდელი #წერტილის ფოკუსში - „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ შეფასებით, საქართველოს მთავრობა გადაწყვეტილებებს გაუმჭვირვალე რეჟიმში იღებს. განცხადება ამის თაობაზე ორგანიზაციამ დღეს გაავრცელა და ძალიან რთულია, არ დავეთანხმოთ.
რადგან საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე ბოლო განკარგულება 2020 წლის სექტემბრით თარიღდება, ხოლო 2021 წელს მიღებული არცერთი განკარგულება საჯარო არ გამხდარა. მდგომარეობა არც 2022 წელს გამოსწორებულა და არც მიმდინარე წელს. ამასობაში მთავრობის ადმინისტრაციამ ახალი ვებგვერდი შექმნა, სადაც არქივის ატვირთვა ხდება, მაგრამ 2020 წლის სექტემბრის შემდეგ მიღებული განკარგულებები არც განახლებულ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
აღსანიშნია, რომ საქართველოს მთავრობის რეგლამენტი ირაკლი ღარიბაშვილის ადმინისტრაციას პირდაპირ ავალდებულებს, მთავრობის მიერ მიღებული განკარგულებები, გარდა სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული საკითხებისა, მიღებიდან ვებგვერდზე არა უგვიანეს 3 დღისა, ატვირთოს.
მაშინ რატომ არღვევს მთავრობა რეგლამენტს და რატომ არ აქვეყნებს დოკუმენტებს, რომელთა გასაჯაროების ვალდებულება აქვს - შარშან, BMG-ის მცდელობის მიუხედავად, ჯერჯერობით, მთავრობის ადმინისტრაციიდან პასუხი ამ კითხვებზე ვერ მივიღეთ.
გასულ წელს ამ თემაზე მეც მოვამზადე სიუჟეტი, რასაც დროში ძალიან საეჭვოდ დაემთხვა მთავრობის ადმინისტრაციის მიერ მთავრობის სხდომის გასაშუქებლად ჩემი არდაშვება და თან სრულიად გაუგებარი მიზეზით - თურმე ბევრ კითხვას ვსვამ.... საბოლოოდ, პრემიერის პრესსამსახურს მაინც მოუწია ჩემი აკრძალვის გაუქმება, თუმცა ამ დრომდე არ მაქვს პასუხი და ძალიან მაინტერესებს - რატომ გაბედეს ის, რაც გაბედეს...
აღსანიშნია, ისიც, რომ მაშინ ამ საქმით სახალხო დამცველიც დაინტერესდა - ომბუდსმენის აპარატმა მთავრობის ადმინისტრაციას მიმართა კითხვით, თუ რის გამო მეთქვა უარი დავსწრებოდი მთავრობის სხდომას, თუმცა აღნიშნულზე პასუხი ვერც მათ მიიღეს.
მოკლედ, ისევ მთავრობის მიერ განკარგულებების გამოქვეყნების საკითხს რომ დავუბრუნდე, აღსანიშნია, რომ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში მთავრობის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში შეიტანა და 2020 წლის მარტიდან სექტემბრის ჩათვლით მიღებული მთავრობის განკარგულებები მოითხოვა, მაგრამ როგორც IDFI-ში დღეს გვითხრეს, მესამე წელი დაიწყო და პროგრესი ისაა, რომ მოსამზადებელი სხდომა ჩაინიშნა 22 მარტისთვის. ანუ მთავრობის ადმინისტრაცია განკარგულებებს არც ტვირთავს ვებგვერდზე და საჯარო ინფორმაციასაც როცა ითხოვს ორგანიზაცია, არც მაშინ გასცემს.
საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ დღეს გამოქვეყნებულ განცხადების თანახმად კი, 2022 წელს საქართველოს მთავრობამ 47 სხდომაზე 372 განკარგულების პროექტი განიხილა, რომელთაგან დღემდე არცერთი არ გასაჯაროებულა. გასული წლის განკარგულებების 40% – 372-დან 150 – კონკრეტული პირებისთვის სახელმწიფო ქონების სხვადასხვა ფორმით გადაცემას ეხებოდა, რაც კორუფციული რისკის შემცველია. ამ რისკს ამყარებს სახელმწიფო ქონების სავარაუდო უკანონო გადაცემასთან დაკავშირებით გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ წარსულში გამოვლენილი შემთხვევების არსებობაც.
დოკუმენტების მიღება შეუძლებელია საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გზითაც - ადმინისტრაციამ შარშან ჩვენი გაგზავნილი 47 წერილიდან არცერთს არ უპასუხა“, - წერია განცხადებაში.
სტუმარი: გიორგი ონიანი - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე;
თელარა გელანტია - bm.ge-ის მთავარი რედაქტორი, „წერტილი“ - ავტორი & წამყვანი;
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა სიახლე
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი