მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სუპერგმირული“ უნიფორმა

BM.GE
05.12.21 22:08
418
გახსოვთ ალბათ ბიემჯი გიყვებოდათ მსოფლიოში პირველ ცეცხლგაუმტარ უნიფორმაზე, რომელსაც ქართველი სტარტაპერები ერთ პატარა ავტოფარეხში ქმნიდნენ... წელს პირველად რეალური შედეგების საჩვენებლად სწორედ ეს ქართული წარმოების ცეცხლგაუმტარი მეხანძრეების „სუპერგმირული“ უნიფორმა გაიტესტა, აღმოჩნდა რომ ქართული ინოვაცია ცეცხლს 5-ჯერ უფრო კარგად უძლებს ვიდრეს ის უნიფორმა რომელიც ამ დროისთვის ქართველ და არამარტო ქართველ მეხანძრეებს აცვიათ, უფრო ზუსტად თუ სტანდარტულ უნიფორმაში გამოწყობილი მეხანძრე 8-10 წამში დაიწვება, Elven Technologies უნიფრომა ამავე მასშტაბის ცეცხლს 40-50 წამის განმავლობაში გაუძლებს. წარმატების მიუხედავად, Elven Technologies არ გაჩერდა და ახალი ინოვაცია, გაგრილების სისტემის მქონე ქურთუკი შექმნა, ეს მხოლოდ დასაწყისია, სტარტაპს დიდი გეგმები აქვს და პირველი ქვეყანა, რომლის კარსაც კომპანია შეაღებს ამერიკის შეერთებული შტატები იქნება.