მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სურსათის ფასების რეგულირების გეგმა - რა გაიგო რიტეილ სექტორმა?

BM.GE
22.02.23 02:14
233
რითეილ ასოციაცია სასურსათო ფასების დარეგულირების შესახებ პრემიერის ინიციატივას ეხმიანება. საქმე ეხება ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელმაც იმპორტიორებისთვის და რითეილ სექტორის წარმომადგენლებისთვის ახალი თამაშის წესები უნდა დააწესოს. მთავრობის ეკონომიკურ გუნდს იმედი აქვს, რომ კანონპროექტი, რომელიც ევროკავშირის 2019 წლის ევროდირექტივაზე დაყრდნობით მომზადდა, ბაზარზე არსებულ ფასებს დაარეგულირებს. პრემიერ მინისტრის ინიციატივას მსხვილი ქსელური სუპერმარკეტების გაერთიანაბეში დადებითად აფასებენ და პროცესებში ჩართულობის მზაობას გამოთვამენ. რითეილ ასოციაციაში ამბობენ, აღნიშნული ევროდირექტივა არ ეხება იმპორტიორებს და ის ემსახურება ადგილობრივი მწარმოებლებისა და ფერმერების დაცვას. მათი თქმით, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას სექტორი მიესალება და ამ კუთხით ისედაც არაერთ ნაბიჯს დგამს. კანონპროექტის აღსრულებაზე პასუხისმგებელი კონკურენციის სააგენტო იქნება. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ განმარტა, ევროდირექტივა მხოლოდ ადგილობრივ მწარმოებლებს არ შეეეხება და მისი განზოგადობა მოხდება იმპორტიორებზეც. მისი თქმით, მოხდება შესაბამისი წესების დაწესება, რომლის მიხედვითაც სავაჭრო ქსელები პროდუქციის მიმწოდებლებთან იმუშავებენ და სწორედ ეს წესები იქნება ერთგვარი წინაპირობა ბაზარზე ფასების დარეგულირების დაწყებისთვის.