11.აპრილი .2022 12:31

სურსათის ფასების რეკორდი

139
უკან

სურსათის მსოფლიო ფასებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია - ამის შესახებ კვლევას გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ 1990 წლის, ანუ FAO-ს სურსათის ფასების ინდექსის შექმნის შემდეგ, რეკორდული მაჩვენებელი, მიმდინარე წლის თებერვალში დაფიქსირდა, როდესაც ფასებმა უმაღლეს ნიშნულს მიაღწია, თუმცა მარტში, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ის დამატებით, კიდევ 12,6%-ით გაიზარდა. როგორია პროგნოზები, მიზეზები და მიმდინარე ომის გავლენები ფასებზე?