მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სვანეთში ადგილობრივები მარწყვის კულტურას ავითარებენ

BM.GE
12.07.22 15:00
345
სვანეთში, სოფელ ბეჩოში, კვიციანების ოჯახმა მარწყვის მოყვანა 2019 წელს გადაწყვიტა. ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის პროექტ “GRETA”-ს დახმარებით 150 კვადრატულ მეტრ ფართობზე ოჯახმა სათბური მოაწყო. 

პირველი მოსავალი, რომელიც კვიციანებმა გასულ წელს აიღეს სრულად გაიყიდა. როგორც “კესანეს მარწყვის” დამფუძლებელი აკაკი კვიციანი ამბობს, დღეს სვანეთში ადგილობრივად მოყვანილ მარწყვზე მოთხოვნა ძალიან დიდია.

ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის დახმარებით, გარდა სათბურის მოწყობისა და მისი სრულად აღჭურვისა მცირე მეწარმემ სატრენინგო კურსიც გაიარა, სადაც სვანეთის რეგიონისთვის ჯერ კიდევ უცხო კულტურის მოყვანის სფეციფიკა ისწავლა.