მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თაფლის ექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა

BM.GE
11.01.23 09:48
200
გასული წლის 11 თვეში საქართველოდან ექსპორტზე ბოლო ათი წლის განმავლობაში რეკორდული რაოდენობის თაფლი გავიდა. საერთაშორისო ბაზრებზე გაყიდული ქართული თაფლის მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 41.9%-ით, ღირებულება კი 81%-ით აღემატება. თაფლის მწარმოებლების შეფასებით, საქართველოს უფრო მეტი თაფლის წარმოების და ექსპორტზე გატანის პოტენციალი აქვს, თუმცა არის გარკვეული გამოწვევები, რომელთა მოგვარებაც დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს.