04.ივნისი .2020 18:56

თამბაქო, რომელიც კონტრაბანდული გზით შემოდის

166
უკან

თამბაქოს ინდუსტრია სააქციზო პოლიტიკის გადახედვის საჭიროებას აყენებს დღის წესრიგში. ბოლო პერიოდში თამბაქოზე აქციზის განაკვეთის ზრდის პარალელურად გააქტიურდა მეზობელი ქვეყნებიდან საქართველოში კონტრაბანდული გზით თამბაქოს შემოტანის შემთხვევები. ბიზნესი ამბობს, რომ ამის მთავარი განაპირობებელი ფაქტორი ის სააქციზო პოილიტიკაა, რაც დღეს ქვეყანაში მოქმედებს და მეზობელ ქვეყნებში არსებულ ფასებთან შედარებით 2-3 ჯერ აძვირებს თამბაქოს პროდუქციას, ეს კი მოტივაციას ქმნის ქვეყანაში კონტრაბანდული გზით შემოვიდეს იგივე პროდუქტი. ბიზნესი ადვალური გადასახადის მეთოდოლოგიის გადახედვას და სექტორისთვის აქციზის ზრდის გრძელვადიანი გეგმის საჭიროებაზეც საუბრობს. ერთია რას ამბობს ბიზნესი და მეორე რას აჩვენებს სტატისტიკა. რამდენად იმატა კონტრაბანდული თამაბქოს შემოდინებებმა ქვეყანაში და რა პოზიცია აქვთ მთავრობაში სააქციზო პოლიტიკის ცვლილებასთან დაკავშირებით?