მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თანამდებობას ვტოვებ პირადი მიზეზით, იმედია, ამას სპეკულაციები არ მოჰყვება" - მთავრობის სხდომა 07.11.2019

BM.GE
07.11.19 14:22
901
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა თანამდებობა დატოვა. მიხელ ბატიაშვილმა გადადგომის შესახებ განცხადებისას აღნიშნა, რომ მან ამ სფეროში ძირეული გარდატეხა შეძლო, თუმცა როგორც ჩანს, ეს ფაქტი მისთვის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის გასაგრძელებლად მოტივაცია აღარ იყო. სხვათაშორის, ერთი დეტალიც უნდა აღინიშნოს – მთავრობის სხდომის დასაწყისში, პრემიერმა ტრადიციული განცხადებები გააკეთა და თემების თანმიმდევრობას თუ მივყვებით, რაზეც გიორგი გახარიამ ისაუბრა, მისი პირველი რიგის ყურადღების საგანი ჯერ მიწის რეგისტრაცის მიმართულებით მთავრობის გეგმები იყო, შემდეგ კი მიხეილ ბატიაშვილის სურვილი – დატოვოს თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე.