21.ოქტომბერი .2019 10:06

თანამშრომლობის მემორანდუმი

307
უკან

საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანიც სამეცნიერო კვლევებით ბიზნეს სექტორის დაინტერესების კიდევ უფრო გაზრდაა. ასევე, მემორანდუმის ფარგლებში ახალგაზრდა მეცნიერებისათვის ბიზნეს ორგანიზაციების მატერიალურ-ტექნიკურ ბაზებზე წვდომა გაიზრდება, რაც რეალურ ბიზნეს გარემოში კვლევის ჩატარებას ხელს შეუწყობს.