მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TAV-ის 2018 წლის მოგება: 164.1მლნ

BM.GE
04.11.19 10:28
659
ტავ ურბან ჯორჯიას 2018 წელს 164.1 მლნ ლარის მოგება აჩვენა. თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველ კომპანიას გასულ წელს შემოსავლები 214.2 მილიონიდან 250.9 მილიონამდე გაეზარდა. წმინდა მოგების ზრდა წლიურ ჭრილში 7.5 მილიონს აღწევდა. საოპერაცო მოგება კი, 183.6 მილიონი იყო. გასული წლის შედეგებთან ერთად 2019 წელს კომპანია შემოსავლებში 25%-იან კლებას ელის. ფინანსურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2018 წლის მონაცემებთან შედარებით 2019 წლის დაგეგმილი ზრდა როგორც მგზავრებში ისევე საჰაერო ტრაფიკის კუთხით იყო 12%. თუმცა 2019 წლის ზაფხულის პოლიტიკურმა მოვლენებმა და რუსულმა საჰაერო ემბარგომ სურათი მნიშვნელოვნად შეცვალა. არსებული პროგნოზით, რუსეთის საჰაერო ემბარგოს ეფექტი 2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით -11% იყო ვიდრე 2019 წლის საწყისი ბიუჯეტირებული. კონსერვატიული გათვლებით 2019 წლის ბოლოს მდგომარეობით მგზავრთა ნაკადი 1%-ით მცირე იქნება ვიდრე 2018 წლის მონაცემები.