მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტავ ჯორჯიას" პასუხი ეკონომიკის სამინისტროს

BM.GE
28.10.19 23:54
882
„ტავ ჯორჯიას“ გარკვეული ვადა მივეცით, გამოასწოროს ის ხარვეზები, რაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აღმოვაჩინე - განცხადება ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავა გააკეთა.  მინისტრმა აეროპორტის მოფრენის და გაფრენის ტერმინალები, შენობაში არსებული მაღაზიები და კაფეები, ასევე ავიასალაროები და სარეგისტრაციო დახლები დაათვალიერა. ნათია თურნავას თქმით, საქართველო ტურისტულად ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ბაზარი და ქვეყანა და პირველ რიგში, სწორედ აეროპორტებმა უნდა წარმოაჩინოს ჩვენი რეალური სახე, რომლითაც სტუმრებს ვეგებებით.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებას ტავ-ჯორჯიას გენერალური მენეჯერის მოადგილე, თეა ზაქარაძე გამოეხმაურა.