მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თავისუფალი ვაჭრობა ინდოეთთან და ისრალეთან

BM.GE
23.10.19 14:43
929
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აბრეშუმის გზის ფორუმის გახსნაზე განაცხადა, რომ მთავრობა ინდოეთთან და ისრალეთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებაზე მუშაობს. “საქართველოს მიერ გაფორმებული სავაჭრო ხელშეკრულებები 2.3-მილიარდიან სამომხმარებლო ბაზრებზე წვდომას გაძლევთ. ამ სამომხმარებლო ბაზარის ძირითადი ინფრასტრუქტურა იქმნება იმ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით, რომლებიც დღეს საქართველოს უკვე აქვს გაფორმებული. ასევე უნდა ავღნიშნო ის მოლაპარაკებებიც, რომლებიც დღეს მიმდინარეობს ინდოეთთან და ისრაელთან,”- ამბობს გახარია.


საქართველომ ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მუშაობა ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო. მაშინ საქართველოს მთავრობის დავალებით აღნიშნული საკითხის შესახებ ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევაც ჩატარადა. თუმცა, უშუალოდ შეთანხმების მიღწევა ამ პერიოდის განმავლობაში ვერ მოხდა. სანამ ამ თემას, ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან, გენადი არველაძესთან მოვიკითხავთ, როელიც უშალოდ იყო ცართული პროცესში, იქამდე მოკლედ გეტყვით, ინდოეთთან და ისრაელთან რა სავაჭრო ურთიერთობები აქვს საქართველოს:

2018 წლის მონაცემებით, საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ინდოეთის რესპუბლიკასთან 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით 16%-ით არის შემცირებული და ის $48 მილიონს შეადგენს, აქედან საქართველოს ექსპორტი $5.6 მილიონი დოლარია. 2017 წელთან შედარებით, ინდოეთში საქართველოს ექსპორტი 36%-ით არის შემცირებული.

ისრაელთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვა კი, გასულ წელს $30 მილიონი იყო, რაც 2017 წელთან მიმართებით 47%-ით მეტია. აქედან საქართველოს ექსპორტი $9.3 მილიონ დოლარს შეადგენდა.

სტუმარი: გენადი არველაძე - ეკონომიკის მინისტრის მოადგილე