13.მაისი .2020 09:58

#TBC-ის აპლიკაციების კონკურსის ფინალისტები

324
უკან

თიბისის აპლიკაციების კონკურსის 11 ფინალისტის ვინაობა უკვე ცნობილია. ფინალში ის მონაწილეები გადავიდნენ, რომელთა მიერ შექმნილი მობილური და ვებ- აპლიკაციები ჟიურის წევრებმა საუკეთესოდ მიიჩნიეს.

11 გუნდი საკმაოდ წარმომადგენლობითი პრიზისთვის იბრძოლებს, 1 ადგილი 30 000 ლარით დაჯილდოვდება, მე-2 და მე-3 ადგილზე გასულები კი 15 000 ლარიან პრიზს მიიღებენ. მთავარი კრიტერიუმები შემდეგია: რამდენად ჭრის აპლიკაცია ბიზნესებისთვის რეალურ პრობლემას, როგორია მისი კონცეფცია, ბიზნესმოდელი და ა.შ. კონკურსის დასრულების შემდეგ გამარჯვებულებს კონკრეტული დრო მიეცემათ პროტოტიპების დასასრულებლად. ფულადი ჯილდო კი აპლიკაციის სრულყოფას მოხმარდება.

სტუმრები: თორნიკე ყიფიანი - Inventors-ის თანადამფუძნებელი;
ნინო ლორთქიფანიძე - TVIBO-ს თანადამფუძნებელი