მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TBC სტარტაპერის პარტნიორი - შპს “ბუტრანა”

BM.GE
09.06.21 10:28
571
ბრენდი, რომელიც 2016 წელს შეიქმნა და მისი შემქმნელი 19 წლის ჯემალ ხატიაშვილი იყო. ახალგაზრდა მეწარმის საქმიანობასა და სოფლის მეურნეობით დაინტერესებას, ყურადღება არც ერთ ეტაპზე მოკლებია და მომხმარებელსა და მათგან შეფასებებს არც ახლა უჩივიან. თავად ბრენდის სახელწოდება მისი წარმომავლობის გეორგაფიას უკავშირდება. კახეთში, სოფელ ტიბაანთან მდებარე ვენახებიდან მოდის, სადაც ბუნება თავად ქმნის საოცარ მიკრო-კლიმატურ მარგალიტს. აქვე მდებარეობს კომპანიის ფერმა და ყველის საწარმო. კომპანია ყველის გარდა, ქვევრის ღვინოსა და სუფრის ყურძენს აწარმოებს დაბიზნეს მედიასათვის რამდენადაც ცნობილია ფერმერის გეგმები არც მხოლოდ არსებულით კმაყოფილებაა და არც გაჩერება.

ყველისა და ღვინის კომპანია „ბუტრანამ“ ბაზარს გაგანია პანდემიისას განახლებული ასორტიმენტი შესთავაზა. პანდემიის პირობებით შექმნილი გამოწვევა კომპანიამ შესაძლებლობად აქცია და ტრადიციულ-ინოვაციური მიდგომების ნაზავით ახალი გემოები ყველის 15-მდე ნაირსახეობაში გააერთიანა.

სტუმარი: ჯემალ ხატიაშვილი - შპს "ბუტრანა", დამფუძნებელი და დირექტორი;