მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილღვინო 60 წლისაა

BM.GE
29.12.22 11:24
288

60 წლიანი ისტორიის კომპანიაზე გიყვებით საქმიანი დილას ეთერში. თბილღვინოს წელს 60 წელი შეუსრულდა. ისტორია რიცხვებში ერთია და ისტორია რომელიც ღირსეულად და მაღალ სტანდარტზე უცვლელად მორგებულ წარმოებას მოიცავს კიდევ უფრო მასშტაბურია. პასუხისმგებლიანი და ღირსეული გადაწყვეტილებები ამ კომპანიასთან დაკავშირებით ბევრი შეიძლება გავიხსენოთ და რამდენიმეს სტუმართან ერთად საუაბრში აუცილებლად ვახსენებ, თუმაც ჯერ საიუბილეო ამბები და სიახლეები რომელიც თბილღვინომ შემოიტანა. 60 წლის აღსანიშნად საიუბილეო კოლექცია შეიქმნა. ამ კოლექციაში თბილღვინოს ვენახებში მოწეული ყურძნისგან დამზადებული წინანდალი და საფერავი არის წარმოდგენილი. თბილღვინოს საიუბილეო წინანდალი ერთ-ერთი უძველესი ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოა, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს.

"თბილღვინო" 60 წლისაა 2022 "თბილღვინოსთვის" რაში გამოიყენებს "თბილღვინო" EBRD-ის 4.2 მლნ ევროს სესხს?

სტუმარი: ზურაბ მარგველაშვილი, "თბილღვინოს" აღმასრულებელი დირექტორი