მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისიდან აბუ-დაბის მიმართულებით რეგულარული სამგზავრო ფრენები განხორციელდება

BM.GE
06.11.19 18:39
786
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აბუ-დაბის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენების განხორციელება იწყება. საჰაერო რეისებს ავიაკომპანია „ეტიჰედ ეარვეისი“ შეასრულებს. ფრენები 2020 წლის მარტიდან დაიწყება და ზაფხულის სეზონზე ყოველდღიურად შესრულდება. „ეტიჰედ ეარვეისი“ არაბთა გაერთიანებული საამიროების რიგით მეორე უმსხვილესი ავიაკომპანია, რომელიც ფრენებს მსოფლიოს 400 სხვადასხვა მიმართულებით ასრულებს.