მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის აბრეშუმის გზის ეკონომიკური ფორუმი

BM.GE
22.10.19 10:02
829
დღეს და ხვალ (22-23) ოქტომბერს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი იმართება, რომლის მუშაობაშიც 60-ზე მეტი ქვეყნის დაახლოებით 2000 დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. ფორუმი ოფიციალურად თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიხსნება. გახსნის ცერემონიაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვლენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და ფორუმის საპატიო სტუმარი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სტერნის ბიზნესის სკოლის ეკონომიკის პროფესორი ნოურიელ რუბინი. ფორუმის სხვა ღონისძიებები „ბილტმორსა“ და „რედისონში“ გაიმართება.