მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის აეროპორტი საუკეთესო აეროპორტებს შორის

BM.GE
12.05.20 09:18
1098
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ზედიზედ მეშვიდედ აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტებს შორის მოხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია ავრცელებს. „Skytrax World Airport Awards 2020“-ზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო აეროპორტად ზედიზედ მეშვიდედ დასახელდა. მგზავრთა გამოკითხვის შედეგად – ბუდაპეშტის, ბუქარესტის, ტალინის, კიევის ბორისპოლის, რიგის, ბელგრადის, ბრატისლავას, თბილისის, სკოპიესა და სოფიას, საერთაშორისო აეროპორტები – 2020 წლის აღმოსავლეთ ევროპის 10 საუკეთესო აეროპორტად დასახელდნენ.