მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის აეროპორტის ფუნქციონირება

BM.GE
07.05.20 12:12
672
50-ე დღეა, რაც საგანგებო რეჟიმზე გადავედით... მოვემსახურეთ 680 რეისს - ამის შესახებ „ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერის მოადგილე თეა ზაქარაძე facebook გვერდზე საკუთარ პოსტში წერს. ზაქარაძე განმარტავს, რომ 680 რეისიდან 400 სატვირთო რეისი იყო და კომპანია კვირაში საშუალოდ 200 ტონამდე ტვირთის ჩატვირთვა-გადმოტვირთვას უზრუნველყოფს. ამასთან, ზარაძის განცხადებით, კოვიდ 19-ის პერიოდში აეროპორტში სპეციალური საკარანტინე ზონები მოეწყო, ხოლო სადეზინფექციო სანიტაიზერები მთელს ტერმინალებში. “უსაფრთხოების მაღალი ზომების დამსახურებაა, რომ 1360 თანამშრომლიდან დღემდე მაღალი რისკის მიუხედავად არ გვყავს დაინფიცირებული პერსონალი, მიუხედავად იმისა რომ, ჩვენი თანამშრომლები პირდაპირ შემხებლობაში არიან მგზავრებთან და ტვირთთან, საჰაერო ხომალდთან”- აცხადებს ზაქარაძე.