მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მოსახლეობას წყალი უძვირდება

BM.GE
29.12.20 18:32
652
ელექტროენერგიასთან ერთად საქართველოში იზრდება წყლის ტარიფიც. სემეკის გადაწყვეტილებით, წყალზე გაზრდილი გადასახადის გადახდა თბილისის, მცხეთისა და რუსთავის აბონენტებს მოუწევთ, გარდა სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა, რომლებსაც წყლის ტარიფის მატებას მთავრობა დაუსუბსიდირებს. ახალი ტარიფი 2021 წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში და 2023 წლის ჩათვლით იმოქმედებს. რა თანხის გადახდა მოუწევთ მოქალაქეებს და რამდენით გაუძვირდათ წყლის გადასახადი კომერციულ მომხმარებლებს?