25.თებერვალი .2020 14:01

თბილისის მერია თითო ნაგვის ბუნკერში 31,7 ათას ლარს იხდის

170
უკან

თბილისის მერიის კომპანია თბილსერვის ჯგუფი ვაკისთვის მიწისქვეშა ნაგავშემკრებ ბუნკერებს ყიდულობს და თითოში 31,7 ათასი ლარის გადახდას აპირებს. ამ ეტაპზე ტენდერი 3მ³-ის მოცულობის 50 კონტეინერის შესაძენად არის გამოცხადებული.ტენდერის საწყისი ღირებულება 1 585 000 ლარია, რაც შესაძლოა, შემცირდეს. წინადადებების მიღება 18 მარტს იწყება და 23 მარტს სრულდება. თბილისის მერიამ მსგავსი ბუნკერები რამდენიმე თვის წინაც იყიდა. მაშინ 90 ერთეულ 3მ³-ის მოცულობისა და 21მ³-ის ამწეში 3 322 000 ლარი დაიხარჯა. თბილსერვის ჯგუფი სახელმწიფო კომპანიაა, თუმცა, როგორც შესყიდვების სააგენტოსთვის მიწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ამ ხარჯს საკუთარი შემოსავლებიდან გაიღებს. მისი შემოსავალი მოქალაქეების მიერ გადახდილი დასუფთავების მოსაკრებელია.