მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერიამ 2020 წელი შეაჯამა

BM.GE
30.12.20 14:30
557
საქართველოს მთავრობის შემდეგ 2020 წელი დედაქალაქის მერმაც შეაჯამა. დიდი ბრძოლის წელი მიიწურა - თქვა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ ბევრი გეგმის გადალაგება და ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერებაც მოუწიათ, რომელთა ნაწილი მომდევნო წლიდან განხორციელდება. თბილისის მერმა აქცენტი მათ შორის სატრანსპორტო პოლიტიკაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ 2020 წელს გაგრძელდა ახალი ავტობუსების შემოყვანისა და ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროექტი. ასევე დაიწყო ინტეგრირებული მგზავრობის ღირებულების გადახდის სისტემის დანერგვა, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებელი საათნახევრის განმავლობაში, ერთი გადახდით იმგზავრებს. კიდევ რა საკითხებზე გააკეთა აქცენტი 2020 წლის დედაქალაქის მთავრობის ბოლო სხდომაზე?