04.მარტი .2021 18:24

თბილისის რესტორნების სუბსიდირებაზე ბიუჯეტიდან 2 მლნ დაიხარჯება

183
უკან

დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ითქვა, რომ თბილისის მცირე და საშუალო რესტორნები 5 000-10 000 ლარის დახმარებას მიიღებენ. პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შემუშავდა კრიტერიუმები, რომელთა შესაბამისადაც, ანტიკრიზისული გეგმისა და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პანდემიით გამოწვეული ზიანის შემსუბუქებისა და ეკონომიკის სტიმულირებისთვის ამოქმედდა სუბსიდირების პროგრამა თბილისში მდებარე მცირე და საშუალო ზომის სარესტორნო ბიზნესისთვის. რა კრიტერიუმების მიხედვით დაეხმარებიან სარესტორნე ბიზნესს და რას ამბობს კერძო სექტორი?