მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის საერთაშორისო აეროპორტს Bene Exclusive-ის ტაქსები მოემსახურება

BM.GE
17.10.19 18:15
1544
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს დღეიდან კომპანია Bene Exclusive-ის ტაქსები მოემსახურებიან. კომპანია, აეროპორტიდან მგზავრთა გადაყვანას ახალი ჰიბრიდული და ელექტრო მანქანებით უზრუნველყოფს. მგზავრობის ტარიფი ქალაქის სხვადასხვა უბნების მიხედვით 30-დან 40 ლარამდე იქნება. აეროპორტში უკვე განთავსდა კომპანიის ოფისი, სადაც მგზავრები შეძლებენ წინასწარ შეიძინონ მგზავრობის ბილეთი და შეარჩიონ სასურველი მარშრუტი, ეს ინფორმაცია კი მძღოლს ავტომატურად გადაეცემა ავტომობილში სპეციალურად დამონტაჟებულ ეკრანებზე, გარდა ამისა ტრანსპორტში განთავსებულია ტაქსომეტრები, რაც სერვისის საფასურს განსაზღვრავს, იმ შემთვევაში, თუკი მზგავრი თბილისს გარეთ მიემგზავრება. წლის ბოლომდე განახლდება ასევე კომპანიის ავტოპარკი.