მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის წიგნის 25-ე საერთაშორისო ფესტივალი

BM.GE
23.05.23 13:28
227
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 25 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით თბილისის წიგნის საიუბილეო, 25-ე საერთაშორისო ფესტივალი იმართება. ფესტივალი მკითხველებს ტრადიციული მასშტაბითა და ფორმატით, ექსპო ჯორჯიას პავილიონებში უმასპინძლებს. მე-11 პავილიონში წარმოდგენილი იქნება, როგორც ქართველი, ისე უცხოელი გამომცემლებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების მთავარი სტენდები, ხოლო მე-6 და მე-5 პავილიონებში თავმოყრილი იქნება საბავშვო წიგნები და მათთან დაკავშირებული საბავშვო აქსესუარები. ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა, როგორც მთავარი სცენა ლიტერატურული ღონისძიებებისთვის, ასევე საბავშვო შემეცნებით-გასართობი კუთხე ფესტივალის პატარა დამთვალიერებლებისთვის.

სტუმრები: თინათინ ბერიაშვილი - საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის დირექტორი;
მარიამ გიორგაძე - "პალიტრა მედია ჰოლდინგის" მარკეტინგის ხელმძღვანელი.