მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში „კენ ვოლკერის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა” გაიხსნა

BM.GE
13.07.20 12:33
3079
თბილისში „კენ ვოლკერის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა” გაიხსნა. „კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის“ შექმნის მიზანია, რეგიონში პირველი საერთაშორისო გამოცდილებებზე დაფუძნებული, მაღალკვალიფიციური სარეაბილიტაციო მომსახურებისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური სასწავლო ბაზის შექმნა. კენ ვოლკერის კლინიკა პირველია ამიერკავკასიაში, რომელიც აღჭურვილია ამერიკული და ევროპული მაღალტექნოლოგიური სარეაბილიტაციო მოწყობილობებით და საჭიროების მქონე პირებს სთავაზობს სრულ კომპლექსურ მულტიდისციპლინურ სარეაბილიტაციო მომსახურებას.

სტუმრები: არჩილ უნდილაშვილი - “ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტის ხელმძღვანელი” და ემორის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორი;
ირაკლი ნატროშვილი - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო რეაბილიტაციის და სპორტული მედიცინის დეპარტამენტი ხელმძვანელი და კენ ვოლკერის კლინიკის გენერალური დირექტორი, პროფესორი