მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თეგეტამ“ სომხეთის დედაქალაქისთვის MAN-ის ავტობუსების მიწოდება დაიწყო

BM.GE
26.12.22 00:53
206
„თეგეტამ“ სომხეთის დედაქალაქისთვის MAN-ის ავტობუსების მიწოდება დაიწყო. საერთაშორისო ტენდერის გამარჯვებული ქართული კომპანია ერევანს, იანვრის ბოლომდე, ჯამში, 100-ამდე ავტობუსს გადასცემს. MAN-ის ბრენდის ავტობუსებით ავტოპარკის შევსებას სომხეთის დედაქალაქის მთავრობა სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში გეგმავს და თეგეტას მომსახურება მხოლოდ მიწოდებით არ შემოიფარგლება ავტოსატრანსპორტო საშუალებების დეტალური ტექნიკური დათვალიერება „თეგეტას“ სტანდარტით კომპანიის სერვისცენტრში განხორციელდა. გუშინ დელეგაცია სომხეთის დედაქალაქიდან, ჰრაჩია სარგსიანის ხელმძღვანელობით, თბილისში საგანგებოდ ჩამოვიდა. სტუმრებს „თეგეტას“ სათავო ოფისში უმასპინძლეს.სადაც სტუმრებმა განახლებული შოურუმი, MAN-ის მიერ ავტორიზებული სერვისცენტრი და გერმანული პრემიუმ ბრენდის Porsche-ს ახალი კონცეპტუალური შოურუმი დაათვალიერეს. 2022 წლის ბოლომდე, საქართველოდან ერევანში, უახლესი, ევროპული სტანდარტის 60-მდე ატობუსი ჩავა. პირველი ერთეულები კი სომხეთში ნინოწმინდა-ბავრას გამშვები პუნქტის გავლით ერევნის ვიცე-მერმა, ტიგრან ავინიანმა გადაიყვანა.სატრანსპორტო საშუალებების მიწოდებასთან ერთად, „თეგეტა“ ავტობუსების მძღოლებისა და სერვისის თანამშრომლების გადამზადებასაც უზრუნველყოფს. პროცესი მულტიფუნქციური ტრენინგცენტრის, „თეგეტა აკადემიის“ ბაზაზე წარიმართება, რომელიც რეგიონში ამ მხრივ ფლაგმანია. ასევე აღსანიშნავია, რომ იანვარში კვალიფიკაციის ასამაღლებლად ერევნიდან ოცი ტექნიკოსი მიუნხენში გაემგზავრება.