21.ოქტომბერი .2020 10:08

ტელეფონების იმპორტი 15.9%-ით შემცირდა

უკან

2020 წლის იანვარ-სექტემბერში სატელეფონო აპარატებისა და სმარტფონების იმპორტმა თანხობრივად სულ $114.5 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 15.9%-იან კლებას გულისხმობს. მსხვილ ქსელებში ეს კლება შედარებით უმნიშვნელოდ ჩანს, რადგან სატელეფონო იმპორტი, ძირითადად, გაწერილი გეგმის მიხედვით ხორციელდება. განსხვავებული სიტუაციაა კერძო დილერების ბაზარზე. რა გავლენა მოახდინა პანდემიამ მობილური ტელეფონების ბაზარზე?