მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტექდათვალიერება - "მოხერხებული მძღოლები"

BM.GE
18.10.19 14:32
931
ტექსინპექტირება - რეფორმა, რომელზეც ერთდროულად არსებობს შეთანხმება, რომ თან საჭიროა და თან ძალიან საკამათოა, როგორ შეიძლება მოხდეს მისი აღსრულება, თან იმის გათვალისწინებით, რომ არაეფექტური აღსრულების მთავარი შედეგი აუცილებლად იქნება კორუფციის დაბრუნება დაბალ დონეზე, რაც როგორც იქნა ამ ქვეყანამ ასე თუ ისე მაინც დაძლია და დღემდე საერთაშორისო რეიტინგებში საქართველო მეტ-ნაკლებად ინარჩუნებს ამ რეპუტაციას.


2019 წლის პირველ იანვარს ტექნიკური ინსპექტირება სავალდებულო გახდა საქართველოში რეგისტრირებული ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის. ეს ერთ-ერთი დიდი ცვლილებაა, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულ მილიონზე მეტ ავტომობილს ეხება. დღეის მდგომარეობით ინსპექტირება 800 ათასზე მეტმა ავტომობილმა გაიარა.


დღეს „სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ თემატური მოკვლევის ჯგუფმა საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ჯგუფის მიზანია, შეისწავლოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მიმდინარეობა, შეამოწმოს აღსრულების პროცესის ეფექტურობა, გამოკვეთოს არსებული პრობლემები, დასახოს მათზე რეაგირების გზები და შესაბამისი ორგანოებისთვის რეკომენდაციები შეიმუშაოს.

ჯგუფი თავისი არსებობის აუცილებლობას ხსნის იმით, რომ რეფორის მიმართ მაღალი საჯარო ინტერესი არსებობს და ასევე მაღალია საზოგადოების მოლოდინები შედეგებთან დაკავშირებით.

სტუმარი: თამარ ხულორდავა - საპარლამენტო უმრავლესობა ;წევრი