25.იანვარი .2022 23:21

ტექინსპექტირების კომპანიებმა პრემიერ-მინისტრს მიმართეს

248
უკან

“გაჭედილი რეფორმა” - ასე აფასებენ საავტომობილო სფეროს ექსპერტები, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორტმას საქართველოში. ტექნისპექტირებაზე პასუხისმგებელი მხოლოდ ერთი ორგანო არ არსებობს, კომპანიები კი ამ რეფორმის ერთ უწყებაზე დაქვემდებარებას ითხოვენ, იმისთვის რომ გადაწყვეტილებები იყოს დეცენტრალიზებული. სტატისტიკაც მოვიშველიოთ - რეფორმის ამოქმედების წელს ინსპექტირება რეგისტრირებული ავტომობილების 57.9%-მა გაიარა, 2020 წელს ეს მაჩვენებელი 36.9% იყო, ხოლო 2021ში-46.22%. არადა ქვეყანაში წლიდან წლამდე რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა იზრდება. 2021 წელს 2020-თან შედარებით ეს რაოდენობა 91 000 ით გაიზარდა. რას ითხოვენ ტექინსპექტირების ცენტრები?! როგორ უნდა აღსრულდეს რეფორმისთვის აუცილებელი კონტოლის მექანიზმები ეფექტიანად?