მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტექინსპექტირების რეფორმის აუდიტი - გამოწვევები

BM.GE
08.07.22 16:40
347
2018-2020 წლებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული სხვადასხვა მავნე ნივთიერების კონცენტრაციების დადგენა და არეალის დაფარვა არ წარმოებდა სრულყოფილად. შესაბამისად, შეუძლებელია განისაზღვროს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გაუმართაობით მიღებული გავლენა ჰაერის დაბინძურებაზე. აქედან გამომდინარე, ზემოაღნიშნულის გარეშე შეუძლებელია რეფორმის ეფექტიანობის სათანადოდ შეფასება, მიზნის მიღწევის თვალსაზრისით. აუდიტის სამსახურმა, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესზე სახელმწიფო კონტროლის შესახებ ანგარიში გამოქვეყნა. პუბლიკაციაში, ინსპექტირების ცენტრებში ინსპექტორების კვალიფიკაციის ნაკლოვანებებზე, ინფორმაციული სისტემების ხარვეზებზე, სახელმწიფო ზედამხედველობის სისუსტებზეა საუბარი. 

სტუმრები: გიორგი შიოლაშვილი - ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი;
ვახტანგ ებიტაშვილი - კომპანია "გრინვეი"-ს გენერალური დირექტორი.